არქი სამტრედიას გენერალური სპონსორი გახდა

17 ოქტომბერი, 2019 - 02:41


16 სექტმებერს დეველოპერულმა კომპანია არქიმ დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე კლუბ „სამტრედიასთან“ ხელშეკრულების მემორანდუმი გააფორმა და მისი ოფიციალური პატრონაჟი აიღო.

ხელის მოწერის ცერემონია სამტრედიას სტადიონზე გულშემატკივრების თანდასწრებით გაიმართა.

„ჩვენი, არქის, მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებასთან ერთად ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. ჩვენ აქამდეც აქტიურად ვმონაწილეობდით სპორტულ აქტივობებში. ამიერიდან კი ჩვენი და „სამტრედიას“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ჩვენს გულშემატკივარს უამრავ აქტივობას ვპირდებით“, - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

„მოხარულები ვართ სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებით. ვთვლით, რომ მსგავსი პრეცედენტები ჩვენი გუნდის პერსპექტივასაც ისევე თანაბრად წაადგება, როგორც - ქართული სპორტის განვითარებას. არქის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიმედოვნებთ, რომ ამ კოლაბორაციით „სამტრედია“ საქართველოს ჩემპიონობასაც მოიპოვებს“, - განაცხადა ჩვენი კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა.